მაიკ ბარვისი

მაიკ ბარვისი არის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტრი BARWIS-ის ბრენდის და მის სახელში გაერთიანებული სავარჯიშო/მოსამზადებელი ცენტრების. ამჟამად მაიკი New York Mets-ის მთავარი მრჩეველია სიძლიერისა და კონდიცირების მიმართულებით. ამასთანავე არის ხელმძღვანელი Detroit Red Wings-ში და მთავარი კონსულტანტი Miami Dolphins-ში.



2003 წელს ბარვისი სათავეში ჩაუდგა West Virginia Mountaineers უნივერსიტეტის  საფეხბურთო პროგრამის ხელმძღვანელობას, ამასთან, ის ინარჩუნებდა თავის პოზიციას ოლიმპიურ სპორტში. WVU-ში ყოფნის პერიოდში მან დააპროექტა და განახორციელა პროგრამები 21 სახეობის სპორტისთვის. მისი მუშაობის ბოლო 5 წელი ოქროს ხანად ითვლება WVU–ს ათლეტებისთვის. ბარვისი იყო მწვრთნელი National Strength and Conditioning Association (NSCA)-ში და იყო იმ 10 მწვრთნელს შორის, რომელმაც მიიღო ბრინჯაოს ჯილდო NSCA–ს სასერთიფიკატო კომიისგან. მან გაწვრთნა/მოამზადა ათასობით პროფესიონალი და ოლიმპიური სპორტსმენი 40-ზე მეტი სპორტული ღონისძიებისთვის.



გარდა ამისა, მაიკის შესახებ იწერებოდა ჟურნალებში, გაზეთებში, წიგნებში და გამოქვეყნდა რამდენიმე ვიდეო მასზე. ბარვისმა მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ვარჯიშის ფსიქოლოგიაში School of Medicine at West Virginia-ის უნივერსიტეტში. ხოლო შემდეგ მაგისტრის ხარისხი ათლეტების წვრთნის და მომზადების მიმართულებით. მან ასევე გაიარა კურსები ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის სფეროში. ის არის NSCA-ს მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი, BMI, როგორც Barwis Methods მთავარი ინსტრუქტორი, და CPR და AED სერთიფიცირებული.